ავტორი:

უკრაინაში ტყვეობაში მყოფ ქართველს სურს, რომ თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს - რას ამბობს ნოდარ ბახტურიძე

უკრაინაში ტყვეობაში მყოფ ქართველს სურს, რომ თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს - რას ამბობს ნოდარ ბახტურიძე

რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი, ნოდარ ბახტურიძე, რომელიც უკრაინელების ტყვეობაშია, ამბობს, რომ სურს, საქართველოს, ან რომელიმე სხვა დემოკრატიულ ქვეყანას თავშესაფარი სთხოვოს. ამის შესახებ ბახტურიძე უკრაინულ ტელეარხ FREEДOM-თან საუბრობს.

ბახტურის თქმით, ის რუსეთში კოლონიაში სასჯელს იხდიდა, საიდანაც დანარჩენ პატიმრებთან ერთად, კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" რიგებში და უკრაინაში, ომში აღმოჩნდა, სადაც ომის დაწყების მეორე დღესვე უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა.

ბახტურიძე ამბობს, რომ რუსეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ასევე, როგორც ირწმუნება, ფრონტზე გაგზავნამდე ორი კვირა გაატარა ლუგანსკთან ახლოს წვრთნებისთვის.

მისი თქმით, გააფრთხილეს, რომ ნებისმიერი გაქცევის მცდელობას სიკვდილით დასჯა მოჰყვებოდა.

ამბობს, რომ დიდი ხანია თვალს ადევნებს უკრაინის მოვლენებს და გულშემატკივრობს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან იგივე უბედურება ხდება მის სამშობლოში, საქართველოშიც.

მისი აზრით, რუსეთში არის ნამდვილი ფაშიზმი, რომელსაც პროპაგანდა ხელს უწყობს. დარწმუნებულია, რომ რუსებს მონის ფსიქოლოგია აქვთ, ხალხი მორჩილია და რევოლუციის განწყობა არ აქვთ. ბახტურიძის აზრით, რუსეთში უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მაშინ, როცა ომის შედეგები ყველას შეეხება.