რიკოთზე, სოფელ შროშასთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ავტობანის უბისას მონაკვეთზე იყო დასაქმებული, გუშინ ხიდიდან გადავარდა.
მას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ და ცხედარი მაშველებმა მდინარეში ნახეს. თვითმხილველების ცნობით, კაცი დინებამ გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
ერთ-ერთ ვერსიით ადგილზე დაცული არ იყო უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.