ავტორი:

"განადგურებულია რუსული ცოცხალი ძალა და ტექნიკა" - "ტავრიის" დაჯგუფების მეთაურის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესამჩნევი წარმატება აქვს

"განადგურებულია რუსული ცოცხალი ძალა და ტექნიკა" - "ტავრიის" დაჯგუფების მეთაურის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესამჩნევი წარმატება აქვს

ერთი მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესამჩნევი წარმატება აქვს - განადგურებულია ათეულობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ინფორმაციას ამის შესახებ „ტავრიის“ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაური ალექსანდრე ტარნავსკი ავრცელებს.

ამავე ცნობებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია ან დაზიანებულია რუსეთის ჯარის სამხედრო ტექნიკის 68 ერთეული.

პირად შემადგენლობაში კი დანაკარგი, დაღუპულის ან დაჭრილის სახით, თითქმის 3 ასეულს შეადგენს (ასეულის შემადგენლობა 80-დან 250 ჯარისკაცამდე შეადგენს).

მისივე თქმით, განადგურებულია მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის შენახვის 3 ადგილი.

"ტავრიის მიმართულებით ჩვენი ჯარი სისტემურად აგდებს მტერს დაკავებული პოზიციებიდან და აგრძელებს წინსვლას. თავდაცვის ძალების წარმატებები უკვე შესამჩნევია", - აღნიშნა ალექსანდრე ტარნავსკი.

მისივე თქმით, დღე-ღამის განმავლობაში სარეკეტო ძალების და არტილერიის ქვედანაყოფებს 1119 საბრძოლო ამოცანა აქვთ შესრულებული.