ავტორი:

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმსა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელ ხიდს დაარტყა (ფოტო, ვიდეო)

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმსა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელ ხიდს დაარტყა (ფოტო, ვიდეო)

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ დაარტყა ჩონგარის ხიდს, რომელიც ერთმანეთთან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმსა და ხერსონის ოლქს აკავშირებს. ამის შესახებ დღეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის "ტელეგრამ-არხზე" დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, წუხანდელი დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="Aksenov82/2715" data-width="100%"></script>

უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი ვლადიმირ სალდო აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ბრიტანული რაკეტები Storm Shadow. ამასთანავე, მის მიერ "ტელეგრამით გავრცელებული ცნობით, ლაპარაკია არა ერთ, არამედ "ჩონგარის მახლობლად მდებარე ხიდებზე“.

"ტელეგრამარხებზე" ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალაც, თუმცა უკრაინულ მხარეს მომხდარზე ჯერ არაფერი უთქვამს.