ავტორი:

"შენობა საშინელი ხმაურით ჩამოიშალა" - რამ გამოიწვია პარიზში აფეთქება, რომელსაც ხანძარი და ნგრევა მოჰყვა - არიან დაკარგულები, ათობით ადამიანი კი დაშავებულია (ფოტოები, ვიდეო)

"შენობა საშინელი ხმაურით ჩამოიშალა" - რამ გამოიწვია პარიზში აფეთქება, რომელსაც ხანძარი და ნგრევა მოჰყვა - არიან დაკარგულები, ათობით ადამიანი კი დაშავებულია (ფოტოები, ვიდეო)

21 ივნისს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა და შენობა ჩამოინგრა. ახლომდებარე სახლებიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი მძიმედ.

აფეთქება მოხდა შენობაში, რომელშიც დიზაინის სკოლა და კათოლიკური განათლების სისტემის მთავარი ოფისი იყო განთავსებული. სამაშველო ჯგუფები შენობის ნანგრევებში კვლავ ეძებენ ორ დაკარგულ ადამიანს.

Huge Explosion Rocks Central Paris, Injuring at Least 24 People pic.twitter.com/PoZJPThegg
— Explosion Videos (@explosionvidz) June 21, 2023

თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე გაზის სუნი იგრძნობოდა. მერის მოადგილემ, ედუარ სიველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტი სწორედ გაზის აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ხელისუფლება ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებს.

"საფრანგეთის პროკურატურა აფეთქების ორ ვერსიას იძიებს - "უსაფრთხოების წესების დარღვევა" და "ცალკეული პირების გაუფრთხილებლობა", - აცხადებს პარიზის პროკურორი ლორ ბეკუ.

🇫🇷⚡️ In Paris, an explosion caused the building to collapse to the ground - four people in critical condition

The incident occurred in the fifth arrondissement of the French capital. The house was completely destroyed. The corresponding frames were published by Twitter users. It… pic.twitter.com/GSpVWlQd3M
— hem_day (@hem_day) June 21, 2023

"აქვე ვიყავი, როცა აფეთქების ხმა გავიგონე და უშველებელი, 20 ან 30 მეტრის სიმაღლის ცეცხლის ბურთი დავინახე. შენობა საშინელი ხმაურით ჩამოიშალა. გაზის სუნი ვიგრძენი და რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ გონზე მოვსულიყავი," - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა სტუდენტმა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა