ავტორი:

წულუკიანის უწყებამ სასამართლო დავა კიდევ ერთ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთან წააგო

წულუკიანის უწყებამ სასამართლო დავა კიდევ ერთ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთან წააგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, კერძოდ გიორგი გოგიჩაიშვილმა უკანონოდ ცნო ეროვნული მუზეუმიდან კურატორ ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება და მუზეუმს ყოფილი თანამშრომლისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირები ავრცელებს.

"სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი დაინიშნა, უწყებიდან, რეორგანიზაციის მიზეზით, თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. გათავისუფლებულთა დიდმა ნაწილმა სასამართლოს მიმართა.

სასამართლომ არაერთი თანამშრომლის მიმართ დაადგინა უკანონო მოპყრობა და კულტურის სამინისტროს კანონით გათვალისწინებული სანქციები დააკისრა.