ავტორი:

"რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მასთან კომუნიკაცია არ მქონია - რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს და უჩა მამაცაშვილს, ნაცნობობა დანაშაული არ არის" - თურნავა

"რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მასთან კომუნიკაცია არ მქონია - რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს და უჩა მამაცაშვილს, ნაცნობობა დანაშაული არ არის" - თურნავა

მე, როგორც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, საქართველოში ვიცნობ თითქმის ყველა ბიზნესმენს, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებსაც. ეს ნამდვილად არ არის საფუძველი იმისა, რომ ვინმემ მიკერძოებაში დამადანაშაულოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავამ, კითხვაზე, თანამშრომლობს თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ან მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან, ვანო ჩხარტიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან, პასუხობს, რომ არანაირი თანამშრომლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება, არ განხორციელებულა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ უნახავს მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკა დატოვა.

"მესმის თქვენი კითხვის მოტივაცია, მაგრამ არანაირი თანამშრომლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება, არ განხორციელებულა. ყველა ჩემი გადაწყვეტილება იქნება საჯარო და ყველა შეძლებთ, იმსჯელოთ, ჩვენ ვართ ობიექტურები თუ მიკერძოებული. მე არ ვარ მარტო ეროვნული ბანკის მენეჯმენტში, მთლიანი გუნდი რჩება და ასრულებს თავის მოვალეობას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს. აქედან გამომდინარე, კვლავაც ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ გექნებათ საფუძველი, რომ რაიმე ეჭვები გამოთქვათ.

გინდათ, გაგცეთ პასუხი, რაიმე საქმიანი თანამშრომლობა მაქვს თუ არა დღეს აღნიშნულ პირებთან? ბიძინა ივანიშვილზე შემიძლია გითხრათ, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და წავიდა, პირადად მე მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. დარწმუნებული ვარ, არც ჩემს ყოფილ კოლეგებს. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, უჩა მამაცაშვილს, რასაკვირველია, ვიცნობ. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ყოფილი მინისტრი იყო. მე და უჩა მამაცაშვილი საპარტნიორო ფონდში ვიყავით კოლეგები და ვფიქრობ, საქართველოში ნაცნობობა დანაშაული არ არის. რაც შეეხება საკითხს, მქონდა თუ არა რაიმე საქმიანი თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გავხდი, ვერ მექნებოდა, რადგან არააღმასრულებელი წევრი გახლდით და ზოგადად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების მიღებაში არ ვმონაწილეობდი. მომავალში ვინმესთან თანამშრომლობა თუ მექნება, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებთან, თქვენთვის ნაცნობ სახელებთან და გვარებთან, ეს მოხდება საჯაროდ და კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.