პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას ულოცავს გათავისუფლებას და იმედოვნებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორი არ გააგრძელებს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ბლოკირებას მის არხზე.
"ვულოცავ ნიკა გვარამიას "სვაბოდას". მგონია, რომ საინტერესო გახდება პოლიტიკური პროცესი, თუ ნიკა გვარამია რაღაც თვალსაზრისით ციხეში მიღებულ გამოცდილებას ქართულ პოლიტიკაში გამოიყენებს და არ გააგრძელებს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ბლოკირებას სკაუთარ ტელევიზიაში. მე ზოგადად ძალიან მაინტერესებს გვარამიასთან დისკუსია. მადლობას ვუხდით პრეზიდენტს" - აღნიშნა ხვიჩიამ "ტვ პირველის" ეთერში.
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ. ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 16 მაისს, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.