ავტორი:

გლდანულის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

გლდანულის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

გლდანულის ღვთისმშობლის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, არქიმანდრიტი ნარკოტიკული საშუალება "ალფა პი-ვი-პის" ფლობისთვის არის დაკავებული. ის პოლიციამ გუშინ აიყვანა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 260-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.