ავტორი:

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, ხმელნიცკსა და სხვა ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რაკეტები სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლა.

"ყურადღება! რაკეტები (სავარაუდოდ X-101/X-555) მიემართებიან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო განგაშის შემთხვევაში გაემართეთ თავშესაფრისკენ!" - ნათქვამია საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ხერსონის ოლქთან რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა აღმოაჩინეს და ფრთოსანი რაკეტები მოძრაობენ კრივი-რიჰის მიმართულებითაც.