ავტორი:

"კვარას" მორიგი აღიარება - გოლი, რომელზეც მარკო ვან ბასტენი ამბობდა, - შეუძლებელია ეს სიმართლე იყოსო, სერია A -ს სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა

"კვარას" მორიგი აღიარება -  გოლი, რომელზეც მარკო ვან ბასტენი ამბობდა, - შეუძლებელია ეს სიმართლე იყოსო, სერია A -ს სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება - სერია A-მ გასული სეზონის საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ატალანტას" კარში გატანილი ბურთი დაასახელა.

ამის თაობაზე ინფორმაციას სეარია A-ს ოფიციალური გვერდი "ტვიტერში" ავრცელებს.

✨✨✨𝐊𝐕𝐀𝐑𝐀𝐕𝐈𝐆𝐋𝐈𝐎𝐒𝐎✨✨✨

Khvicha Kvaratskhelia vince il premio "𝐆𝐨𝐚𝐥 𝐎𝐟 𝐓𝐡𝐞 𝐒𝐞𝐚𝐬𝐨𝐧" con questo gol P-A-Z-Z-E-S-C-O in #NapoliAtalanta! 👏🏆⚽ #GOTS | @cryptocom pic.twitter.com/S0TX1FsAa7
— Lega Serie A (@SerieA) June 23, 2023

ქართველმა ეს საოცარი გოლი ბერგამელებს 11 მარტს გაუტანა.

მატჩის მეორე დღეს ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა ამ შედევრზე ისაუბრა.

"კადრებს თუ შეხედავთ, თქვენ, უბრალოდ, დაინახავთ რვა ადამიანს ერთის წინააღმდეგ, შემდეგ კი იფიქრებთ, - შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს, რომ ის აქ გოლს გაიტანს... ეს ფანტასტიკური გოლია! მსუბუქად თამაშობს, ადვილად მოძრაობს მარჯვნივ და მარცხნივ, თანაც სწრაფად. მას აქვს თავისუფლება, კლასი და კარგად იცის, თუ რა, სად და როდის გააკეთოს“, - თქვა ვან ბასტენმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ასევე დასახელდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.