ავტორი:

"რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება" - რა განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი?

"რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება" - რა განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი?

"ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ადვოკატის განმარტებით, გადაწყვეტილების თანახმად, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ.

ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი;

უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“,- განაცხადა ლაშა კალანდაძემ.

წაიკითხეთ ასევე: