ავტორი:

"ვორონეჟიდან მივდივართ საქართველოს მიმართულებით და გზებზე როგორი სიტუაციაა?" - რას წერენ რუსები "ტელეგრამ" არხზე, "ВЕРХНИЙ ЛАРС“?

"ვორონეჟიდან მივდივართ საქართველოს მიმართულებით და გზებზე როგორი სიტუაციაა?" - რას წერენ რუსები "ტელეგრამ" არხზე, "ВЕРХНИЙ ЛАРС“?

რუსეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. დაძაბულობა მეორე დღეა რაც გრძელდება. მოვლენები მას შემდეგ გამწვავდა, რაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადაანაშაულა.

საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტები მოუწოდებენ, რომ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან, რადგან საფრთხე რეალურია.

სოციალურ ქსელში ისევ გააქტიურდა ტელეგრამის არხი „ВЕРХНИЙ ЛАРС“ რომელიც უკრაინის ომის დროს შეიქმნა და რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული მოსახლეობა, ერთმანეთს უცვლიდა ინფორმაციას თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ მარტივად, დაბრკოლებების გარეშე.

ბოლო ინფორმაციით, ლარსის საზღვართან დილიდან რიგებია, უსაფრთოხების მიზნით ქვეყანას უამრავი რუსი ტოვებს და საქართველოში აპირებს თავის შეფარებას. ტელეგრამის ჯგუფში ყოველწამიერად ქვეყნდება კითხვები, ისინი ძირითადად ყველაზე უსაფრთხო მარშრუტის გაგებას ცდილობენ საქართველოში.

* გამარჯობა, მითხარით გთხოვთ, ვორონეჟიდან მივდივართ საქართველოს მიმართულებით და გზებზე. როგორი სიტუაციაა. უშვებენ თუ არა?

* გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ჩემი რჩევაა ვოლგოგრადის გავლით წახვიდეთ, შემდეგ კი გზები თავისუფალია.

* შუადღე მშვიდობისა, გთხოვთ მითხარით, შესაძლებელია თუ არა ახლა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გამგზავრება?

* გთხოვთ, მითხარით, საქართველოში შესასვლელად საზღვარზე მეორე მშობლის ნებართვას ითხოვენ, როდესაც ბავშვი არასრულწლოვანია?

* გუშინ გავედი 23:30 წუთზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ვიყავი 1:40 წუთზე. ამ პერიოდის მანძილზე ავტობუსი გზად ორჯერ 15 წუთით გაჩედა. რუსეთის ფედერაციის საზღვარზე საერთოდ არაფერი უკითხავთ. საქართველოს საზღვარზე კი შტრიხკოდი ნახეს და გადაამოწმეს. შემდეგ ღამე გავათენეთ სტეფანწმიდაში. შესანიშნავი სასტუმრო ვიპოვეთ. ღვინო მოგვართვეს, გზაზე უსიამოვნო მომენტები იყო, მაგრამ ყველაფერი ძალიან მაგარი იყო.

ჯგუფში ასევე ხშირად კითხულობენ სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროების ტელეფონის ნომრებს, რათა, წინასწარ დაჯავშნონ. ბოლო ინფორმაციით, ლარსის საზღვართან რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა იზრდება.

წაიკითხეთ ასევე: