ავტორი:

"ვაგნერის" ჯგუფი მოსკოვისკენ მიემართება" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო?

"ვაგნერის" ჯგუფი მოსკოვისკენ მიემართება" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო?

ბოლო რამდენიმე წუთში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსგან ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, "ვაგნერის“ ზოგიერთი შენაერთი, ვორონეჟის ოლქის გავლით, მოსკოვისკენ მიემართება. მათივე ინფორმაციით, რუსული ჯარის გარკვეული ნაწილი ახლა უკვე „ვაგნერის“ მხარესაა.

"მოახლოებული საათების განმავლობაში, რუსეთის უსაფრთხოების ძალების და განსაკუთრებით რუსეთის ეროვნული გვარდიის ერთგულება მოვლენების განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დამატებითი ანტიტერორისტული ხასიათის ზომები მიიღება მოსკოვში, მოსკოვის ოლქში და სხვა რეგიონებში. ასევე, როგორც პუტინმა აღნიშნა, მიიღება ზომები დონის როსტოვში სიტუაციის დასტაბილურებისთვის, სადაც მისივე თქმით, ვითარება მძიმე რჩება, ფაქტობრივად, დაბლოკილია სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა.

„სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება, ფაქტობრივად, დაბლოკილია მართვის ორგანოების მუშაობა, მაგრამ ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა დასტაბილურდეს“, - განაცხადა პუტინმა.

წაიკითხეთ ასევე: