ავტორი:

სანკტ-პეტერბურგში, პრიგოჟინის ოფისში ფულით სავსე ყუთებით დატვირთული სატვირთო მანქანა იპოვეს

სანკტ-პეტერბურგში, პრიგოჟინის ოფისში ფულით სავსე ყუთებით დატვირთული სატვირთო მანქანა იპოვეს

სანკტ-პეტერბურგში, პრიგოჟინის ოფისში ფულით სავსე ყუთებით დატვირთული სატვირთო მანქანა იპოვეს.

ბანკნოტებიანი ყუთები ჩხრეკისას აღმოაჩინეს სასტუმრო Trezzini-ში, სადაც პრიგოჟინს ადრე ოფისი ჰქონდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროს სიახლოვეს ავტომობილი შენიშნეს და გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, ხომ არ იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. მედია წერს, რომ თანხა 4 მილიარდ ნაღდ ფულს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

წაიკითხეთ ასევე: