ავტორი:

"ვაგნერის" შეიარაღებული მანქანების კოლონა მოსკოვისკენ მიემართება - რა ინფორმაციას ავრცელებს BBC?

"ვაგნერის" შეიარაღებული მანქანების კოლონა მოსკოვისკენ მიემართება - რა ინფორმაციას ავრცელებს BBC?

BBC - ის ინფორმაციით, "ვაგნერის" შეიარაღებული მანქანების კოლონა მოსკოვისკენ მიემართება. გადამღებმა ჯგუფმა ისინი M4 მაგისტრალზე დააფიქსირეს, რომელიც ვორონეჟსა და მოსკოვს ლიპეცკის რეგიონის გავლით აკავშირებს.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას მგზავრობისგან და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ლიპეცკის რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონში ავტობუსის ყველა მოძრაობა გაუქმებულია.

ცნობილია, რომ მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს. სიმფეროპოლის გზატკეცილზე (М2 „ყირიმი“) ქალაქ სერპუხოვის რაიონში გადაკეტილია ხიდი. ასევე შეზღუდულია მოძრაობა პარალელურ ტრასაზე М4 "დონი", რომელზეც ვაგნერის კოლონა გადაადგილდება.

მათივე ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ხიდი ქვიშით სავსე თვითმცლელებითა და წყლით სავსე სარწყავი მანქანებით არის გადაკეტილი.

"სერპუხოვში ათასობით სამხედროა მობილიზებული, ისინი თავდაცვითი საშუალებებით: ტყვიამფრქვევებით, ნაღმმტყორცნებით არიან შეიარაღებულები. ხიდს იცავენ", - წერენ ადგილობრივები. ასევე ნაწილობრივ გადაკეტილია ტრასა „ურალი“, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით რიაზანზე გადის.

"მდგომარეობა მოსკოვში: სამხედრო ტექნიკა, პოლიცია და კომუნალური ავტომობილები ქალაქის შესასვლელთან. ასევე გამოჩნდა სამხედრო ვერტმფრენები", - წერს გამოცემა „ოსტოროჟნო მოსკვა“.

წაიკითხეთ ასევე: