მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები "ვაგნერის“ მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, - ამის შესახებ "გარდიანი“ გერმანულ გამოცემა "შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება.
"შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის.
ამას გარდა, როგორც "გარდიანი“ წერს, "Google Maps“-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია.
შეგახსენებთ, რომ "ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ მაგისტრალზე "ვაგნერის“ კოლონა გამოჩნდა.