ავტორი:

რუსეთის საგარეო უწყება დასავლეთს აფრთხილებს - "თავი შეიკავეთ საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან"

რუსეთის საგარეო უწყება დასავლეთს აფრთხილებს - "თავი შეიკავეთ საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან"

შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"შეიარაღებული აჯანყების მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, მკვეთრ უარყოფას იწვევს რუსეთის საზოგადოებაში, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები, შინაარსობრივად, რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, რათა ჩვენი ერთიანობა გაანადგურონ, ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევებს სანდოდ უზრუნველყოს საერთაშორისო უსაფრთხოება.

ასე რომ, აჯანყება რუსეთის გარე მტრებს უწყობს ხელს. დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, რუსეთის შიდა სიტუაციის საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან თავი შეიკავონ. ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა და გამოძახილი არ ექნებათ არც რუსეთში, არც საზღვარგარეთ ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსებში. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დროში სიტუაცია თავის მოგვარებას იპოვის”, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა.

დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

წაიკითხეთ ასევე: