ავტორი:

"სიტუაცია რთულია... თავი შეიკავეთ ქალაქში გადაადგილებისგან" - მოსკოვის მერმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა

"სიტუაცია რთულია... თავი შეიკავეთ ქალაქში გადაადგილებისგან" - მოსკოვის მერმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ახლახან Telegram-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა" და ორშაბათი კი "რისკების შესამცირებლად" არასამუშაო დღე იქნება.

"სიტუაცია რთულია“ - წერს სობიანინი Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, საქალაქო სამსახურები მზადყოფნაში არიან.

როგორც ჩანს, "ვაგნერის" ჯარისკაცები რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან ჩრდილოეთით, დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობენ.

ბოლო ინფორმაციით, "ვაგნერის" შეიარაღებული მანქანების კოლონა მოსკოვისკენ მიემართება. გადამღებმა ჯგუფმა ისინი M4 მაგისტრალზე დააფიქსირა, რომელიც ვორონეჟსა და მოსკოვს ლიპეცკის რეგიონის გავლით აკავშირებს.

მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დილიდანვე დაიწყეს. სიმფეროპოლის გზატკეცილზე (М2 „ყირიმი“) ქალაქ სერპუხოვის რაიონში გადაკეტილია ხიდი. ასევე შეზღუდულია მოძრაობა პარალელურ ტრასაზე М4 "დონი", რომელზეც ვაგნერის კოლონა გადაადგილდება.

ვრცელდება ფოტო სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს თუ როგორ ემზადებიან "ვაგნერის დასახვედრად რუსეთის დედაქალაქის მისადგომებთან'

ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ქუჩებში ჯავშანტექნიკა ჩანს. მოსახლეობის რეაქცია კი არაერთგვაროვანია.