ავტორი:

"საქართველოს ასეთი მებრძოლები ჰყავს" - "მატადორის" შთამბეჭდავი ბრძოლა და უშანსოდ დარჩენილი მეტოქე: ილია თოფურიას სერხიო რამოსიც  გულშემატკივრობდა (ვიდეო)

"საქართველოს ასეთი მებრძოლები ჰყავს" - "მატადორის" შთამბეჭდავი ბრძოლა და უშანსოდ დარჩენილი მეტოქე: ილია თოფურიას სერხიო რამოსიც  გულშემატკივრობდა (ვიდეო)

25 ივნისს აშშ-ში, ჯექსონვილში UFC-ის მორიგი ტურნირი გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაში ქართველი 26 წლის ილია თოფურია 38 წლის ჯოშ ემეტს დაუპირისპირდა.

5-რაუნდიან ბრძოლაში თოფურიამ ვეტერანი ემეტი დომინანტურ სტილში დაამარცხა და თითქმის ყველა რაუნდი გამანადგურებელი უპირატესობით მოუგო.

5 რაუნდის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ქართველი მებრძოლი გახდა (50-44, 50-42, 49-45).

აღსანიშნავია, რომ 50-42 სხვაობა ქულებში უპრეცედენტოა.

თოფურიამ ამ გამარჯვებით სატიტულო რბოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ოფიციალურად გაინაღდა - ის თავის წონაში მეხუთე ნომერი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიას ბრძოლას ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ესწრებოდა, ილიას გამარგვების შემდეგ კი მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა - "ქართველებს ასეთი მებრძოლები გვყავს".

ასევე ილიას გულშემატკივრობდა ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი.

ავტორი: ანრი კურტანიძე