ავტორი:

ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო, "წითელ ღილაკიანი“ თვითმფრინავი მოსკოვში დააბრუნა - მედია

ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო, "წითელ ღილაკიანი“ თვითმფრინავი მოსკოვში დააბრუნა - მედია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, "ვაგნერის“ რაზმების დისლოკაციის პუნქტში დაბრუნების შემდეგ, სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი RA-96021 მოსკოვში დააბრუნა , - ინფორმაციას უკრაინული მედია "ტელეგრამ“ არხ ВЧК-ОГПУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია ერთ-ერთ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 24 ივნისს ვნუკოვოს აეროპორტიდან სანკტ-პეტერბურგში სასწრაფოდ ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც "ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

ВЧК-ОГПУ-ის ცნობით, თვითმფრინავი ТУ-214ПУ მოსკოვის აეროპორტში 25 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე დაეშვა.

"თვითმფრინავის სახელწოდებაში "ПУ" ნიშნავს, რომ მასზე დამონტაჟებულია საკონტროლო პუნქტი - იგივე "წითელი ღილაკი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.