სანქტ-პეტერბურგის ცენტრში წითელ კაბებში ჩაცმულმა ქალებმა პუტინის მხარდასაჭერად ფლეშმობი გამართეს.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ბრინჯაოს მხედართან, ათობით ქალი შეიკრიბა, რათა პუტინის მიმართ საკუთარი სიმპათიები გამოეხატათ. ისინი ცეკვავდნენ და მღეროდნენ მათ შორის 90-იანიე წლების ჰიტებს.
ფლეშმობი "მსვლელობა წითელ კაბებში“ რამდენიმე წელია სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში იმართება. ყველა ასაკის ქალი ქუჩებში გამოდის, რათა, როგორც პროექტის ვებსაიტზეა აღნიშნული, "გაოღმავნონ თავდაჯერებულობა და დაიბრუნონ საკუთარი თავის სიყვარული".
პროექტის ინიციატორი და ავტორია "პუტინის მხარდაჭერის ყოვლისმომცველი კომიტეტი"


როგორც ამ სტრუქტურის ვებგვერდზე ნათქვამია, პროექტის მიზანია "ქვეყნის ლიდერის - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარშემო აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების გაერთიანება“.
პროექტს აფინანსებს ბიზნესმენი რომან პუტინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ნათესავია.