ავტორი:

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში წუხელ საჰაერო განგაში გამოცხადდა, ოდესაში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.

ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსული ძალები თავს ესხმიან ოდესის ოლქს.

"მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მუშაობს საჰაერო თავდაცვა, მათ შორის ქალაქის თავზე“, - აცხადებენ სარდლობაში.

ამასთან, თავდაპირველად საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში არსებობდა ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე. საჰაერო ძალები ასევე იუწყებოდა რიგ ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის შესახებ და შავი ზღვიდან "კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხის შესახებ.

მოგვიანებით, საჰაერო ძალებმა გამოაცხადა, რომ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე აღარ არსებობდა, თუმცა, იმ ტერიტორიებზე, სადაც საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კვლავ არსებობდა დრონების გამოყენების საფრთხე.