ავტორი:

საქორწინო ცერემონია ცნობილი სერიალის გადასაღებ მოედანზე - 52 წლის ჯონ ჰემმისა 35 წლის ანა ოცეოლას ქორწილი

საქორწინო ცერემონია ცნობილი სერიალის გადასაღებ მოედანზე - 52 წლის ჯონ ჰემმისა 35 წლის ანა ოცეოლას ქორწილი

ამერიკული სერიალების 52 წლის ვარსკვლავმა ჯონ ჰემმა კოლეგა მსახიობ 35 წლის ანა ოცეოლაზე იქორწინა.

ჯონ ჰემმა და ანა ოცეოლამ ერთმანეთი 2014 წელს, პოპულარული ამერიკული სერიალის, Mad Men-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. სიმბოლურად, საქორწინოდ მათ სატელევიზიო შოუს ფინალური ეპიზოდის გადაღების ადგილი შეარჩიეს.

პატარძალი ჯეიმს ბონდის 1967 წლის ფილმის ცნობილი სიმღერის, “You Only Live Twice”-ის თანხლებით მივიდა საკურთხევლამდე. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი, მან საქორწინო კაბა გამოიცვალა და ლურჯი საღამოს კაბით შეუერთდა მოწვეულ სტუმრებს. წყვილის მოწვეულ მეგობარ მსახიობთა შორის იყვნენ: პოლ რადი, ლერი დევიდი, თინა ფეი, ბრუკ შილდსი და ბილი ქრუდაპი.

პრესამ წყვილის ნიშნობის შესახებ თებერვალში შეიტყო, თუმცა მათი ურთიერთობა 2020 წელს დაიწყო.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა