ავტორი:

"ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: - ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო” - ფადი ასლი ნუცა ბუზალაძეს ესარჩლება

"ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: - ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო” - ფადი ასლი ნუცა ბუზალაძეს ესარჩლება

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში ამჯერად ნუცა ბუზალაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. ბიზნესმენი მომღერლის გასამართლებლად ბიბლიურ ფრაზას იშველიებს. მისი თქმით, ყველას გვაქვს ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები და ის, რაც ნუცამ ამ რამდენიმე თვეში საქართველოსთვის გააკეთა, ბევრ ჩვენგანს არ გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის.

ფადი ასლი:

"ნუცა ბუზალაძის შესახებ.

ეს ციტატა 10 წლის წინ დავწერე:

"ცხოვრებაში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გვჯერა, რომ სწორია დროის კონკრეტულ მომენტში, მაგრამ გარემოებები შეიძლება შეიცვალოს და ის, რაც ადრე სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, მოგვიანებით შეიძლება საშინელებად იქცეს“. ჩვენ ყველას გვაქვს ცხოვრებაში დაშვებული საშინელი შეცდომები; როგორც თითოეულმა ჩვენგანმა, ნუცამაც დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდეგ მწარედ ინანა და ოფიციალურად ბოდიში მოიხადა.

ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: "ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო”. ასე რომ, გთხოვ, აპატიეთ დაივიწყეთ და დაუბრუნეთ ნუცას სიცოცხლე, ისევე როგორც სხვებმა გვაპატიეს ჩვენი შეცდომის გამო და დაგვიბრუნეს სიცოცხლე და გთხოვ, არასოდეს დაივიწყო, რომ ნუცამ რამდენიმე თვეში მეტი გააკეთა საქართველოსთვის, ვიდრე ბევრმა ჩვენგანმა გააკეთა ქვეყნისთვის ცხოვრებაში".

წაიკითხეთ ასევე: