ავტორი:

უკრაინელებმა რივნოპოლი დაიბრუნეს

უკრაინელებმა რივნოპოლი დაიბრუნეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ რივნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალარზე და 31-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 22 ივნისს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას ორი მიმართულებით: რივნოპოლი - სტარომაიორსკოეს მიმართულებით დონეცკის ოლქში და ბელოგორივკა - დიბროვას მიმართულებით ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.