ავტორი:

ევგენი პრიგოჟინი ბელარუსის სასტუმროში დააფიქსირეს - მედია

ევგენი პრიგოჟინი ბელარუსის სასტუმროში დააფიქსირეს - მედია

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში შენიშნეს.

ტელეგრამ არხ BRIEF-ის ცნობით, პრიგოჟინი მინსკში, სასტუმრო Green City-ში დააფიქსირეს.

RTVI-ის კორესპონდენტი აღნიშნული სასტუმროს თანამშრომლებს დაუკავშირდა, მაგრამ პრიგოჟინის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო.

"სტუმრების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ჩვენთან რომც იყოს, ასეთ მონაცემებს ვერ მოგაწვდით“, - განუცხადეს ჟურნალისტს სასტუმროში.

ცნობისათვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ჩავიდა თუ არა პრიგოჟინი ბელარუსის ტერიტორიაზე.