რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინისა და "ვაგნერის" ამბოხების მცდელობის შემდეგ რუს ერს მიმართა. მან მოქალაქეებს კონსოლიდაციისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, მიმართა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლებს და შესთავაზა, რომ შეუძლიათ გახდნენ რისეთის თავდაცვის ძალების წევრები, ან ასევე აქვთ არჩევანის შესაძლებლობა და შეუძლიათ წავიდნენ ბელარუსში, იქ სადაც ამჟამად "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინია.
მან აღნიშნა, რომ "ვაგნერელების "აბსოლუტური უმრავლესობა" რუსეთის პატრიოტები არიან.
"უკან დაბრუნებით მათ თავიდან აიცილეს შემდგომი სისხლისღვრა“, - დასძინა პუტინა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრთხის განეიტრალების ყველა საჭირო გადაწყვეტილება თავიდანვე იქნა მიღებული.
"სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხით დასრულდება. ამბოხება მაინც ჩახშობილი იქნებოდა და ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები კრიმინალური იყო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ასევე, პუტინმა მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს გაწეული ძალისხმევისთვის სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის, მაგრამ განმარტა, რომ საზოგადოების ერთიანობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მტრებს სურდათ, რუსეთი სისხლიან დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს.
"ზუსტად ასეთი შედეგი - ძმათამკვლელი ომი - უნდოდათ ჩვენს მტრებს: ნეონაცისტები კიევში და მათი დასავლელი მფარველები და სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეები. მათ უნდოდათ, რომ დაღუპულიყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჩვენი საზოგადოება გახლეჩილიყო, სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო. ისინი ოცნებობდნენ ფრონტზე, მაგრამ ვერ გათვალეს" , - განაცხადა ა ვლადიმერ პუტინმა.
23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს "ვაგნერის" დაბომბვაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მებრძოლებთან ერთად შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა. ის მოსკოვის მოსკოვის მიმართულებით მიიწევდა. რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ პრიგოჟინის ქმედებები ღალატად და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად შეაფასა. მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის საართლის საქმე. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინთან მტელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აწარმოებდა. ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ლუკაშენკოს წინადადებას დათანხმდა
"ამ მომენტისთვის მაგიდაზეა სიტუაციის მოგვარების მომგებიანი და მისაღები ვარიანტი, "ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით“, - ნათქვამი იყო ლუკაშენკოს ადმინისტრაციის განცხადებაში, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები.
ამ განცხადების შემდეგ, გავრცელდა პრიგოჟინის განცხადებაც:
“ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს. ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” - განაცხადა პრიგოჟინმა.