ყირიმის კიროვის რაიონში რკინიგზის შტო ააფეთქეს, - ინფორმაციას "ყირიმის პარტიზანებზე“ დაყრდნობით "უკრინფორმი“ ავრცელებს.
"დროებით ოკუპირებულ ყირიმში პატრიოტებმა ლიანდაგი დააზიანეს და ამით ოკუპანტების ლოგისტიკა დაარღვიეს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდარს რუსული მხარეც ადასტურებს.
"შემთხვევის დროს არავინ დაშავდა. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომლებიც 4-დან 8 საათამდე გასტანს“, - აცხადებს ოკუპირებული რესპუბლიკის მეთაური სერგეი აქსიონოვი.