ავტორი:

ავიაკომპანია "WizzAir" -ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

ავიაკომპანია "WizzAir" -ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

ავიაკომპანია ,,WizzAir” მგზავრებს აჭარაში მოგზაურობის მიზეზებს აცნობს. „ბათუმში სტუმრობის 10 მიზეზი“ ამ სახელწოდებით სტატიას ვიზეარის მილიონობით მგზავრი ზაფხულის განმავლობაში გაეცნობა. სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის ,,Wizz” ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული. სტატიაში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები. კომპანია ,,WizzAir” ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში ანხორციელებს. მის საბორტო ჟურნალს კი ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებსა და პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად, აჭარის საიმიჯო კამპანიები მიმდინარეობს საერთაშორისო ტელევიზიებში Euronews, Deutsche Welle, BBC.

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

სტატიის ბმული: https://lxm-group.aflip.in/wizz_June_July23_No_Cafe.html#page/100

NS