ავტორი:

პირველად ნაყიდი ლატარიით ფოთელმა შემდუღებელმა 20 000 ლარი მოიგო

პირველად ნაყიდი ლატარიით ფოთელმა შემდუღებელმა 20 000 ლარი მოიგო

ლატარიის თამაში ყოველთვის გამართლებასთან, იღბალთან და მოგებასთან ასოცირდება, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 24 წლის რომან არახამია ლატარიის მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანია. მან ცხოვრებაში პირველად ნაყიდი ერთადერთი მომენტალური ლატარიის ,,შვიდიანის’’ ბილეთით 20 000 ლარი მოიგო.

რომან არახამიამ ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი შესყიდვა ქალაქ ფოთში მდებარე ,,ნიკორას’’ სუპერმარკეტში განახორციელა, პროდუქტებზე შესულმა ხურდაში ერთადერთ გადასფხეკი ლატარია ,,შვიდიანი’’ შეიძინა, გადაფხიკა და მომენტალურად 20 000 ლარი მოიგო.

რომან არახამია პროფესიით შემდუღებელია და დღიურ სამუშაოებზე ფოთის პორტში მუშაობს. რომანი ახლად მოყვანილ მეუღლესთან ერთად კორპუსის ბინაში ცხოვრობს, ოჯახმა ბინა იპოთეკით რამდენიმე თვის წინ შეიძინა, სწორედ ბანკის ვალდებულების გასტუმრებას მოხმარდება ლატარიაში მოგებული თანხაც.

,,ძალიან ბედნიერი ვარ, ხურდაში მორჩენილი ფულით პირველად ცხოვრებაში შევიძინე ლატარია, თანაც მხოლოდ ერთი ბილეთი, მოგებას არც ველოდი, და უცებ აღმოჩნდა, რომ 20 000 ლარი მოვიგე, მართლა სასწაული მოხდა ჩემს თავს, უზომოდ მადლობელი ვარ ლატარიის კომპანიის’’ -ამბობს რომან არახამია.

რომანს მოგებული თანხა უკვე გადაეცა. ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ მომხმარებელს 7 სახეობის გადასაფხეკ ლატარიას სთავაზობს მაქსიმალური მოგებით 77 777 ლარი, 50 000 ლარი და 20 000 ლარი. მომენტალური ლატარიის შეძენა კი შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში ნიკორა, ლიბრე, სპარი, მაგნიტი, სმარტი, ასევე გალფისა და სოკარის ვეიმარტებში, კომპანიის სერვის-ცენტრებსა და ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

NS