ავტორი:

კატალონიის მთავრობა მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, ქალებს აუზზე წელს ზემოთ შიშვლად ყოფნა არ აუკრძალონ

კატალონიის მთავრობა მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, ქალებს აუზზე წელს ზემოთ შიშვლად ყოფნა არ აუკრძალონ

კატალონიის მთავრობამ რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად დაუშვა, რომ საცურაო აუზებზე ქალებს წელს ზემოთ გახდილებს შეეძლებათ ყოფნა. ეს დაშვება ჯერ კიდევ 2020 წელს, კატალონიის თანასწორობის კანონში იყო ნახსენები, თუმცა ზოგი მუნიციპალური საცურაო აუზი მაინც უკრძალავდა ქალებს ამგვარად ყოფნას.

ახლა კი აქტივისტებმა ადგილობრივ ხელისუფლებას განუცხადეს, რომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია უნდა აიკრძალოს.

"ქალებისთვის წელს ზემოთ შიშველი ყოფნის აკრძალვა ეწინააღმდეგება თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს თავიანთ სხეულთან მიმართებაში", წერია ფემინიზმის და თანასწორობის დეპარტამენტის წერილში, რომელიც მათ მთავრობას გაუგზავნეს.

კატალონიის თანასწორობის დეპარტამენტის სპიკერმა ესპანურ მედიას განუცხადა, რომ წერილი უბრალოდ "შეხსენებაა", მუნიციპალიტეტებისთვის კი სავალდებულოა, დაემორჩილონ "თანასწორობის შესახებ კანონს".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა