ავტორი:

"არ მომეწონა, რომ ხვიჩამ 21 წლამდელებში არ ითამაშა... საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაშზე უარი ამპარტავნება მგონია" - რას წერს ელისაშვილი?

"არ მომეწონა, რომ ხვიჩამ 21 წლამდელებში არ ითამაშა... საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაშზე უარი ამპარტავნება მგონია" - რას წერს ელისაშვილი?

რამდენიმე კვირაა მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ.

ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის 21 ივნისს გაიხსნა. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე, თუმცა პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე.

ეროვნულ ნაკრებში არ თამაშობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. ამის მიზეზად მან რთული სეზონი დაასახელა და აღნიშნა, რომ ქართველებს შორიდან უგულშემატკივრებს.

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება. ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს". - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩას ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში თავიდანვე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ამჟამად "კვარას" უარზე წერს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი:

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ეგ ძალიან არ მომეწონა. საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის ჩემი აზრით უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს" - წერს ელისაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: