ავტორი:

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ონლაინ?

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ონლაინ?

ფიზიკური მაღაზიების ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლ extra.ge – ზე მტვერსასრუტების დიდი არჩევანია. ეს ის ნივთია, რომელიც დიასახლისების შეუცვლელი დამხმარეა და საგრძნობლად ამარტივებს საოჯახო საქმეებს.

ექსტრაზე ბაზარზე არსებული ყველა ტიპის მტვერსასრუტია წარმოდგენილი - ხელის, რობოტი, სტანდარტული, ვერტიკალური და.ა.შ.

მისი შერჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორი შედეგის მიღება გსურთ მისი დახმარებით. დაფიქრდით რა გჭირდებათ - მშრალი დალაგება, სველი თუ კომბინირებული. დასუფთავების კონკრეტული მეთოდისთვის შექმნილია შესაბამისი ტიპის მტვერსასრუტი.

მტვერსასრუტი მშრალი დალაგებისთვის კომპაქტურია და ადვილად მოსახმარი. გამოიყენება იატაკის (პარკეტი, ლამინატი) ხალიჩების, რბილი და მყარი ავეჯის დასუფთავებისთვის, იდეალურად იღებს მტვერს და ასუფთავებს გარემოს.

მტვერსასრუტებს სველი დასუფთავების მეთოდით შედარებით მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მათი უპირატესობა ის არის რომ მოპით დალაგებულის ეფექტს იძლევა დასუფთავების შემდგომ. სველი დასუფთავების მტვერსასრუტით შეიძლება დალაგდეს სააბაზანო ოთახი, სამზარეულო, სადაც მეტლახი და ზოგადად ისეთი ზედაპირია, რომელიც არ ზიანდება წყლის ზემოქმედებით. ის ასევე ძალიან მოსახერხებელია ხალიჩების მტვრისგან გასათავისუფლებლად. ამ ტიპის მტვერსასრუტები გამოიყენება, როგორც სველი, ასევე მშრალი დასუფთავებისთვის.

გარდა ზემოთ ხსენებულისა, არსებობს კომბინირებული მტვერსასრუტები, რომლითაც შესაძლებელია როგორც მშრალი დასუფთავება, ასევე სველი.

მას შემდეგ რაც შეარჩევთ მტვერსასრუტის ტიპს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორი კონტეინერი ექნება მას, ის შეიძლება იყოს - ერთჯერადი ტომარა, მრავალჯერადი ტომარა, პლასტმასის კონტეინერი.

ექსტრაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის მიერ წარმოებული ხელის, რობოტი, მრავალფუნქციური მტვერსასრუტები.

ხელის მტვერსასრუტებს, ვერტიკალურ მტვერსასრუტებსაც უწოდებენ, რომლებიც დიდ ადგილს არ იკავებენ, არც შეწოვის მაინცდამაინც მაღალი სიმძლავრით გამორჩევიან, მაგრამ ყოველდღიური მოხმარებისთვის ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია.

რობოტი მტვერსასრუტი იდეალური დამხმარეა, რომელიც თქვენგან დამოუკიდებლად ისე დაალაგებს სახლს, არანაირად არ შეწუხდებით, მხოლოდ ბრძანების მიცემაა თქვენგან საჭირო და წინასწარ განსაზღვრულ დროში სახლში იდეალური სისუფთავე იქნება.

მრავალფუნქციური მტვერსასრუტები არამხოლოდ მტვრისგან ათავისუფლებს სივრცეს, დაღვრილ სითხესაც მარტივად წმენდს. მას შეუძლია სველი ნარჩენის აღება მაგალითად, მცირე წყლის გუბეების დაშრობა, თხევადი საკვების აღება, ზედაპირიდან წყლიანი ბოთლის ნამსხვრევების აღება, აკვარიუმის წყლისგან გამოთავისუფლება და სხვ.

კომბინირებული მტვერსასრუტი ასევე გამოიყენება მშრალად დალაგებისთვის როგორც სახლს შიგნით, ასევე მის გარეთ. უმკლავდება რემონტის შემდგომი ნარჩენების აღებას, ზედაპირზე მიკრული ჭუჭყის დაშლას, ვიწრო ღარებიდან მტვრის ამოღებას და ა.შ.

Extra.ge – ზე ზემოთ ჩამოთვლილი მტვერსასრუტებისგან ნებისმიერი მათგანის შეძენა შეგიძლიათ, კურიერები კი მას სრულიად უფასოდ იქ მოგიტანენ, სადაც გაგიხარდებათ.

R