ავტორი:

დონალ ტრამპი ამბობს, რომ ჯინ ქეროლმა ცილი დასწამა, როცა გაუპატიურებაში დასდო ბრალი - ექსპრეზიდენტი მას სასამართლოში უჩივის

დონალ ტრამპი ამბობს, რომ ჯინ ქეროლმა ცილი დასწამა, როცა გაუპატიურებაში დასდო ბრალი - ექსპრეზიდენტი მას სასამართლოში უჩივის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელ ჟურნალისტ ელიზაბეთ ჯინ ქეროლს ცილისწამებისთვის უჩივის.

ტრამპი აცხადებს, რომ ელიზაბეთ ჯინ ქეროლი ცილს სწამებს, როცა ამბობს, რომ ტრამპმა გააუპატიურა.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში კეროლის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში საუბარია ჟურნალისტის მიერ CNN-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა მაისში დაადგინეს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ელიზაბეთ ჯინ კეროლს სექსუალური სახის შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ის არ გაუუპატიურებია.

დონალდ ტრამპი ითხოვს, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა უარყოს თავისი სიტყვები, ასევე ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციას ითხოვს, რომლის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.