ავტორი:

"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად" - რას წერს მოქალაქე მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით

"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი,  ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად" - რას წერს მოქალაქე მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ, 27 ივნისს ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

პოსტის სქრინი თავდაპირველად "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. გუგეშაშვილის ფეისბუქ პროფილზე ამ ეტაპზე სტატუსი საჯაროდ აღარ ჩანს.

როგორც გუგეშაშვილი წერს, თავდასხმის მიზეზი ის გახდა, რომ მიშა მშვილდაძე "ეკლესიას კრიმინალად მოიხსენიებდა, აგინებდა პატრიარქს და იცავდა მამათმავლებს".

  • "მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტრო" - წერს გუგეშაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ მშვილდაძეს უცნობი ადამიანი დაესხა თავს და სცემა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა როგორც ცნობილია, გუგეშაშვილი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

შეგახსნებეთ, რომ მანამდე,17 ივნისს თავს დაესხნენ "გირჩის“ დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეს. მაშინ თავდამსხმელმა სოსო მაისურაძემ დაახლოებით მსგავსი პოსტი დაწერა, როგორიც გუგეშაშვილმა. სოსო მაისურაძე პოლიციამ დააკავა.