ავტორი:

"რუსულმა რაკეტამ ორი ანგელოზის გულისცემა შეაჩერა" - კრამატორსკში დაბომბვის შედეგად, 14 წლის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ

"რუსულმა რაკეტამ ორი ანგელოზის გულისცემა შეაჩერა" - კრამატორსკში დაბომბვის შედეგად, 14 წლის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ

რუსულმა რაკეტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, კრამატორსკის ცენტრი დაბომბეს. თავდასხმა დღეს, 28 ივნისს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე მოხდა.

ქალაქი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან საკმაოდ ახლოსაა. რუსებმა იერიში რესტორანსა და სავაჭრო ცენტრზე მიიტანეს.

უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურების ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 56 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების თქმით, აფეთქების ეპიცენტრში საცხოვრებელი კორპუსებიც იყო.

კრამატორსკის ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთა შორის არიან 14 წლის ტყუპი გოგონები - იულია და ანა აქსენჩენკოები.

ტელეგრამის პოსტში ქალაქის საკრებულომ მიუსამძიმრა გოგონების მშობლებს და თქვა, რომ "რუსულმა რაკეტამ ორი ანგელოზის გულისცემა შეაჩერა.“

ვიზიარებთ თქვენი ოჯახის მწუხარებას და თქვენთან ერთად ვხრით თავს ამ ტრაგედიის წინაშე“. - ნათქვამია განცხადებაში.