ავტორი:

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზზე" შეფერხებაა - რას აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში?

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზზე" შეფერხებაა - რას აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში?

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი მატარებლის ტექნიკური ხარვეზია.

"მატარებელს ტექნიკური ხარვეზი აქვს. ამიტომ, ორ მეტროსადგურზე- „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა ფშაველა“ მგზავრთა მიღება დროებით შეზღუდულია. მატარებლები მხოლოდ დელისამდე მოძრაობენ“, - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ჯერჯერობით, დაზუსტებით უცნობია, რამდენ ხანში აღდგება მოძრაობა სრულად.