ავტორი:

რა კომენტარს აკეთებს გორში მიმდინარე სპეცოპერაციაზე შიდა ქართლის პოლიციის უფროსი?

რა კომენტარს აკეთებს გორში მიმდინარე სპეცოპერაციაზე შიდა ქართლის პოლიციის უფროსი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეველი სახის ნივთიერება ამოიღეს.

მისივე ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება გორის გარდა მიმდინარეობს სხვა ტერიტორიაზეც.

"ამ ეტაპზე სხვადასხვა ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს ღონისძიება სხვა ლოკაციაზეც“, - განაცხადა ვალერი თელიამ.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობს, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტში, სადაც „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

სპეცოპერაცია ტარდება ფონიჭალაშიც.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.

წაიკითხეთ ასევე: