ავტორი:

საპროტესტო აქციები საფრანგეთში 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო - აქტივისტებმა მერიის, პოლიციისა და სასწავლო დაწესებულებების შენობები დაარბიეს (ფოტოები)

საპროტესტო აქციები საფრანგეთში 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო - აქტივისტებმა მერიის, პოლიციისა და სასწავლო დაწესებულებების შენობები დაარბიეს (ფოტოები)

საფრანგეთში საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება. პროტესტი მოჰყვა 17 წლის ბიჭის გარდაცვალებას, რომელსაც პოლიციამ ესროლა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, აქციების დროს დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში აქტივისტებმა მერიის, პოლიციისა და სასწავლო დაწესებულებების შენობები დაარბიეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართა მინისტრებთან არსებული კრიზისის მოსაგვარებლად. მან "გაუმართლებელი და უპატიებელი" უწოდა" პოლიციის მიერ მოზარდის მოკვლას. ამავდროულად კი დაგმო სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები.

მოზარდის ოჯახის ადვოკატები უარყოფენ პოლიციის ვერსიას, რომ პოლიციელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და ავტომობილით დაჯახებით დაემუქრა.

ნანტერის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

პროტესტი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარეუბანში, ნანტერში დაიწყო, სადაც შემთხვევა მოხდა და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.