ავტორი:

საქართველოში პირველი სილამაზის ფესტივალი ჩატარდა, რომელმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა - რა გამოცდილების მიღება შეგეძლოთ ღონისძიებაზე?

საქართველოში პირველი სილამაზის ფესტივალი ჩატარდა, რომელმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა - რა გამოცდილების მიღება შეგეძლოთ ღონისძიებაზე?

სილამაზის დღესასწაული, რომელზეც PSP-მ ყველასთვის ნაცნობი ბრენდები, Make up არტისტები, უცხოელი და ქართველი სტილისტები, დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები, ინფლუენსერები და ათასობით სტუმარი გააერთიანა, ქართულ სილამაზის ინდუსტრიაში სრულიად ახალი სიტყვა აღმოჩნდა.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლოთ, სხვადასხვა სივრცეში სრულიად განსხვავებული გამოცდილება მიეღოთ და შთაბეჭდილებები ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. მართლაც, აქ ნახავდით უამრავ ერთმანეთისთვის უცხო ადამიანს, რომელთაც სილამაზისა და თავის მოვლის ენთუზიაზმი აერთიანებდათ. ეს ხალისიანი აურა და აზრთა-გაცვლა გამოცვლა კი მთელს დარბაზში ამაღლებულ განწყობას ქმნიდა.

ფესტივალის შესასვლელშივე თქვენს ყურადღებას მიიქცევდა ყვავილებით მორთული ვარდისფერი ვინტაჟური ავტომობილი, სადაც ფოტოების გადასაღებად სტუმრების რიგი იდგა. მოპირდაპირედ შეგეძლოთ, „კოკა-კოლას“ უგემრიელესი კოქტეილით გაგრილებულიყავით და სილამაზის ფესტივალზე მოგზაურობა დაგეწყოთ.

შესასვლელში მიღებული პირველი შთაბეჭდილების შემდეგ ავტომობილთან ფოტოს გადასაღებ რიგში ჩავდექი, თუმცა ვეღარ მოვითმინე და მაშინვე მთავარი დარბაზისკენ გავეშურე, სადაც ყვავილებით მორთული სივრცეები, ფერადი სტენდები და ბედნიერი სახეები ნამდვილ დღესასწაულს ქმნიდა. რადგანაც ფესტივალს სამსახურის შემდეგ ვესტუმრე და ენერგია მჭირდებოდა, სივრცეების დათვალიერებას „პური გულიანის“ კაპუჩინოს თანხლებით შევუდექი.

რთული იყო, არ შეგემჩნია იასამნისფერში გადაწყვეტილი „კოდალის“ მასშტაბური სივრცე, სადაც უამრავი სტუმარი იყრიდა თავს. მეც მათ შევერიე და ბრენდის წარმომადგენლის დახმარებით ჩემთვის საინტერესო პროდუქტი აღმოვაჩინე - სხეულის გამამკვრივებელი ლოსიონი, რომელიც დამეთანხმებით, ზაფხულისთვის მართლაც სასურველი პროდუქტია. ფესტივალის ერთ-ერთმა სტუმარმა თავისი გამოცდილებაც გამიზიარა და მითხრა, რომ ლოსიონმა ვარჯიშთან და კვების რეჟიმის მოწესრიგებასთან სინთეზში მართლაც აჩვენა შედეგი. სასიამოვნო იყო უცნობი ადამიანებისგან რეალური რჩევების მიღება და როცა სივრცეს თვალი გადავავლე, სხვა სტუმრებს შორისაც ასეთივე ინტერაქცია მიმდინარეობდა, თითქოს სილამაზის სიყვარულმა ყველა გააერთიანა და ამის მიღმა არსებული ყოფითი პრობლემები დაავიწყა. შენაძენზე „კოდალის“ სივრცეში PSP-ს სასაჩუქრე ჩანთა გადმომცეს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის ხუთი ტესტერი აღმოვაჩინე, შემდეგ კი დასაგემოვნებლად ღვინო და ყველი შემომთავაზეს.

„კოდალის“ სივრცეში არსებული აურა იმდენად სასიამოვნო იყო, რომ კიდევ დიდხანს დავრჩებოდი, თუმცა მიმდებარედ კერამიკის გაკვეთილები მიმდინარეობდა, უფრო ქვემოთ კი Make up არტისტები გოგონებს თვალის სადღესასწაულო მაკიაჟს უკეთებდნენ, რამაც მაშინვე დამაინტერესა და სწორედ იქით ავიღე გეზი. კერამიკის სივრცეში სანამ პატარა სტუმრები ჭურჭელზე ხატავდნენ, უფროსები სასურველ ნივთებს არჩევდნენ; Make up სივრცეში კი სპეციალისტები გვასწავლიდნენ, როგორ შეგვექმნა ეფექტური მაკიაჟი. ცოტა ხანს დავრჩი და სხვების ულამაზესი მაკიაჟით ვტკბებოდი, შემდეგ კი ჩემი ყურადღება რობოტმა Neo-მ მიიქცია, რომელიც სტუმრებს სასურველი სტენდების პოვნაში ეხმარებოდა. მის გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა და როგორც მივხვდი, Neo ფესტივალის ვარსკვლავად იქცა.

ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბრენდ Payot-ის სივრცე, სადაც ელეგანტურობა, დახვეწილობა და სისადავე ერთმანეთს ერწყმოდა. გემოვნებით შესრულებული ყვავილების შადრევნების უკან, რომლებიც შეფუთვიდან გადმოსული სახის შრატის ინსტალაციას წარმოადგენდა, მოწყობილი იყო პროდუქციის სტენდი, სადაც არც მეტი, არც ნაკლები - ბალერინა გიმასპინძლებდათ და სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებოდათ.

ეს სივრცე რამდენიმე რაკურსით გადავიღე, შემდეგ ცოტა ხანს მისი დიზაინით ვტკბებოდი და საბოლოოდ Kaypro-ს, Echosline-ისა და Bevisible-ის თმის მოვლის სივრცეებში გადავინაცვლე, სადაც ცნობილი იტალიელი სტილისტების მასტერკლასი მიმდინარეობდა. ისინი სტუმრებს თმის შეჭრისა და შეღებვის ტექნიკას უზიარებდნენ.

გადავწყვიტე, კიდევ ერთი შენაძენი გამეკეთებინა და ამჯერად არჩევანი შემეჩერებინა ისეთ ბრენდზე, რომელიც აქამდე არ გამომიყენებია. რადგანაც ფრანგული კოსმეტიკა ჩემთვის შეუცვლელია, PSP-ს წარმომადგენლისა და სხვა მომხმარებლების დახმარებით არჩევანი Algologie-ს ნაკრებზე შევაჩერე, რომელზეც სხვა პროდუქციის მსგავსად 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდებოდა და არც ამ სივრცეში გტოვებდნენ უსაჩუქროდ.

გარდა ფრანგულისა, კორეული ბრენდები და მათი კანის მოვლის ფილოსოფია ჩემთვის აღმოჩენაა, ამიტომ გადავწყვიტე, Mizon-ისა და Missha-ს სივრცეებისთვისაც შემევლო თვალი, მით უფრო რომ ვიცოდი, აქ კიდევ ერთი ახალი ბრენდი Village 11 Factory და მისი კორეელი წარმომადგენლები დამხვდებოდნენ. ისინი პირადად ისმენდნენ სტუმრების მოსაზრებებს და რჩევებსაც უზიარებდნენ. აღმოვაჩინე, რომ კორეულ კოსმეტიკას საქართველოში იმაზე მეტი მოყვარული ჰყავს, ვიდრე მეგონა, რადგან სივრცეში შესასვლელად რიგში დგომა დამჭირდა. Village 11 Factory საინტერესო შემადგენლობის გამო ჩემს სიაში ჩავინიშნე და სამომავლოდ აუცილებლად დავუბრუნდები.

პირველი დღის საზეიმოდ დახურვა ფერადი ფეიერვერკით შედგა, რომელსაც „კოკა-კოლას“ ცივი კოქტეილით სასიამოვნოდ გაბრუებული ვადევნებდი თვალს. სახლში კი ამაღლებული განწყობითა და უამრავი საჩუქრით დავბრუნდი, რომლებსაც ამ ზაფხულს ხმელთაშუა ზღვაზე სამოგზაუროდ გამოვიყენებ.

რატომ უნდა მოსულიყავით სილამაზის ფესტივალზე? - გარდა იმისა, რომ აქ ფასდაკლებები, საჩუქრები, ექიმებთან უფასო კონსულტაციები თუ პროცედურები დაგხვდებოდათ, მოხვდებოდით გარემოში, სადაც თავს რაღაც დიდისა და პოზიტიურის ნაწილად იგრძნობდით, სადაც მხოლოდ სილამაზისა და ხალისიანი განწყობის ადგილი იყო, 25 ივნისს, დახურვის დღეს კი დაესწრებოდით ცნობილი ქართველი მომღერლის - სტეფანეს კონცერტს და გექნებოდათ შანსი, მოგეგოთ ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები.

აქ შექმნილმა ატმოსფერომ დამარწმუნა, რომ არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე სრულიად უცნობი ადამიანებისთვის ასეთი საოცარი განწყობის შექმნა, მათზე ზრუნვა და მათი მადლიერების დამსახურება, რისი მიღწევაც PSP-მ პირველი Beauty Fair-ით ნამდვილად შეძლო.

R