ავტორი:

"ქართული ბრენდის დღე" ბათუმშიც გაიმართება

"ქართული ბრენდის დღე" ბათუმშიც გაიმართება

პოპულარული პროექტი „ქართული ბრენდის დღე“ თავისი 20 წლიანი ისტორიის ახალ ფურცელზე გადავიდა - პროექტი ამიერიდან წელიწადში ორჯერ ჩატარდება - თბილისსა და ბათუმში. წელს პირველად, 30 ივნისს 19:00 საათზე „შერატონი ბათუმში“ „ქართული ბრენდის დღე - ბათუმი 2023“ შედგება, რომლის მიზანი აჭარის და მის მეზობელ რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და კულტურული პროცესების წარმოჩენაა. ასევე აჭარაში დაგეგმილია შუალედური პროექტის, ბრენდების მარათონის ჩატარება.

„ქართული ბრენდის დღის“ უცვლელი ნომინაციებია: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი და ბრენდ-პერსონა.

„ოცი წლის წინ, როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდის“ მნიშვნელობის ახსნა გვიწევდა, იმდენად უცხო იყო ეს სიტყვა საზოგადოებისთვის, დღეს კი უკვე ბაზარზე ისეთი ქართული ბრენდები არსებობენ, რომლებმაც შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, რაც გვახარებს. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და ასახავს ყველა იმ მოვლენას, რაც კი საქართველოს ცხოვრებაში, და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება. პროექტის წარმატებულად განხორციელებაში უდიდესი როლი აქვს ბერმელს, რომელიც „ქართული ბრენდის დღე - ბათუმი 2023“ ვერცხლის სპონსორია “, - აღნიშნა პიარ სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მანანა გეგიძემ.

„ქართული ბრენდის დღის“ ავტორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი პროექტის ვერცხლის სპონსორია, სპონსორები - „წინანდალი რეზორტი“ და ხელოვნების სახლი „თორო“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, “იმედი,” „რუსთავი 2“, „აჭარის ტელევიზია“, „პრაიმ ტაიმი“, ჟურნალი „სარკე“, fortuna.ge, ambebi.ge, 2020news.ge.

R