ავტორი:

რუსეთმა საქმე აღძრა უკრაინაში მებრძოლი სამხედროს წინააღმდეგ, მათ შორის არიან საქართველოდან დაქირავებული სამხედროები

რუსეთმა საქმე აღძრა უკრაინაში მებრძოლი სამხედროს წინააღმდეგ, მათ შორის არიან საქართველოდან დაქირავებული სამხედროები

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მებრძოლი 160 დაქირავებული სამხედროს წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, - ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით The Guardian-ი ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩვენს მიერ შეგროვებულია მტკიცებულებები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან დაქირავებული სამხედროების მონაწილეობის შესახებ. ამჟამად საუბარია 160 დაქირავებულ სამხედროზე მსოფლიოს 33 ქვეყნიდან“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში.