ავტორი:

"მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს" - ალუდა ღუდუშაური

"მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს" - ალუდა ღუდუშაური

მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს - ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მაგ ცრუპენტელას განცხადებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მშვილდაძე „ქვეყნის ღირსებას ლანძღავს უშვერი სიტყვებით“, ამიტომ რისკები უნდა გაზომოს.

„რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ - ყოველგვარი და ამაში იგულისხმება მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.