ავტორი:

"7 კილომეტრიან უღელტეხილს ფეხით გავდიოდი, ძირითადად პენსიონრები მელოდებოდნენ" - გაიცანით ვენერა დაშნიანი: 65 წლის საჯარო მოხელე, რომელიც ლეჩხულემებს განსაკუთრებით უყვართ

"7 კილომეტრიან უღელტეხილს ფეხით გავდიოდი, ძირითადად პენსიონრები მელოდებოდნენ" - გაიცანით ვენერა დაშნიანი: 65 წლის საჯარო მოხელე, რომელიც ლეჩხულემებს განსაკუთრებით უყვართ

ვენერა დაშნიანი 1983 წლიდან საჯარო სექტორშია დასაქმებული და გულმოდგინედ ემსახურება თავის მხარეს, ლეჩხუმს და ლეჩხუმელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის შემთხვევა, როდესაც პანდემიის პერიოდში ქალბატონი ვენერა ცაგერიდან ფეხით გადიოდა ურთულეს გზას, 7 კილომეტრიან უღელტეხილს, რომ სოფელ ლაჯანის იუსტიციის სახლის ფილიალში მისულიყო და ადგილობრივი მოქალაქეებისთვის უზრუნველყო სერვისების მიწოდება, მაშინ როცა თანამშრომლებს კოვიდი ჰქონდათ. ხან პურის მანქანას დაყვებოდა და ხანაც ფეხით უწევდა ზამთარში, ყინვასა და თოვლში უღელტეხილის გადავლა.

"ჩემთვის სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ჩემს ქვეყანას ვემსახურები და კარგ საქმეს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. ცაგერში დავიბადე, გავიზარდე, აქ დავიწყე მუშაობა და მთელი ჩემი ცხოვრებაა, ჩემს ლეჩხუმელებს ვემსახურები. იუსტიციის სახლი არის ჩემი ოჯახი, მიყვარს თითოეული აქ გატარებული დღე, თითოეული ადამიანი. პანდემიის დროს, როდესაც სამანქანო გზა მოყინული იყო, ორბელის უღელტეხილით გავდიოდი 7 კილომეტრიან ურთულეს გზას ფეხით ლაჯანის იუსტიციის სახლამდე, რომ მოქალაქეებს ამ მძიმე პერიოდში ლაჯანის იუსტიციის სახლის კარი ღია დახვედროდათ.

ძირითადად პენსიონრები მელოდებოდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ადამიანების დახმარებით. უკან ისეთი ბედნიერი ვბრუნდებოდი, რომ ამხელა უღელტეხილის ფეხით გადავლაზე აღარც ვნერვიულობდი. ჩემს მხარეში ყველა მცნობს, ყველა მესალმება, ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. რომ დასჭირდეს ჩემს ქვეყანას და ჩემს სამსახურს, იგივე გზას დაუფიქრებლად გავივლი" - ამბობს ცაგერის იუსტიციის სახლის მენეჯერი ვენერა დაშნიანი.

ნახეთ ვიდეო: