ავტორი:

რუსული წყაროების ცნობით, რუსეთში დააკავეს "გენერალი არმაგედონი", სერგეი სუროვიკინი

რუსული წყაროების ცნობით, რუსეთში დააკავეს "გენერალი არმაგედონი", სერგეი სუროვიკინი

The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს. გენერლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

ოთხშაბათს, რუსული პოლიტიკის მომხრე სამხედრო ბლოგერმა ვლადიმერ რომანოვმა განაცხადა, რომ სუროვიკინი კვირას, პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის მეორე დღეს დააკავეს. მისივე მტკიცებით, იგი ამჟამად მოსკოვის "ლეფორტოვოს" დაკავების ცენტრში იმყოფება.

აშშ-ის დაზვერვის წყაროების ინფორმაციით, სუროვიკინმა წინასწარ იცოდა პრიგოჟინის ამბოხების შესახებ, რომლის დროსაც "ვაგნერის“ შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი როსტოვი აიღეს.

სანამ მწვავე კონფლიქტი გრძელდებოდა "ვაგნერსა" და შოიგუ/გერასიმოვს შორის, სუროვიკინი ურთიერთობდა პრიგოჟინთან და შუამავლის როლსაც კი ასრულებდა.

"პუტინის ძაღლი", "გენერალი არმაგედონი", "თავისიანებისთვისაც კი საშიში" - ასე ახასიათებს დასავლური მედია რუს გენერალს. სუროვიკინი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე უკრაინაში რუსეთის ძალებს მეთაურობდა. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი შაბათის შემდეგ უცნობია.