ავტორი:

"შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე" - შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას

"შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე" - შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას

ვეტერანი ფეხბურთელი, შოთა არველაძე წერს, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის მხარდასაჭერ საფეხბურთო მატჩში, რომელიც მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით, 5 აგვისტოს ლონდონში, სტემფორდ ბრიჯზე გაიმართება.

"მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლექსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.

მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე", - წერს არველაძე.