ავტორი:

რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველებმა არგენტინა გაანადგურეს - ფოტოები მოედნიდან და ზეიმი გასახდელში

რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველებმა არგენტინა გაანადგურეს - ფოტოები მოედნიდან და ზეიმი გასახდელში

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, წვიმიან ამინდში არგენტინა 20:0 დაამარცხა, რომელმაც პირველ ტურში იტალიას 43:15 სძლია.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და 14:0 მოიგო - ლელოები ხორბალაძემ და ხონელიძემ გაიტანეს. შესვენების შემდეგ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ხუციშვილის ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი 20:0 გაიჭრა წინ და მშვიდად მიიყვანა საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე. აღსანიშნავია, რომ კილასონიას შეგირდებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში, განსაკუთრებით ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჯაბნეს. გააგრძელეთ კითხვა