რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდერმა თქვა

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდერმა თქვა

რუსული გამოცემა rbc.ru Forbes-ის ვებგვერდზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ენერგოკომპანია "არეტის“ მესაკუთრემ, მილიარდერმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. Forbes-ზე მილიარდერის განახლებულ პროფილზე მითითებულია, რომ ის კვიპროსელი მილიარდერია და რომ მან რუსულ პასპორტზე უარი 2023 წელს თქვა.

მაკაროვის ქონება 2,2 მილიარდ აშშ-ის დოლარს უტოლდება, ის 2023 წელს შედგენილი რეიტინგით რუს მილიარდერებს შორის 53-ე ადგილს იკავებდა, ახლა კი ყველაზე მდიდარ კვიპროსელებს შორის მე-5 ადგილზეა, გლობალურ რეიტინგში კი, 1368-ე ადგილს იკავებს

მაკაროვის გარდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეობაზე 5 უმდიდრესმა ადამიანმა თქვა.