სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა
თბილისში ორი მუნიციპალური ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, ინფორმაციას და ფოტოებს "ფეისბუქმომხმარებელი" ლუკა ლეკიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, შემთხვევა ვაკეში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსების შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.